კახა ბენდუქიძეს შვილიშვილი შეეძინა – “კახა გვიყურებს და ბავშვს უღიმის…”

კახა ბენდუქიძეს შვილიშვილი შეეძინა - "კახა გვიყურებს და ბავშვს უღიმის..."ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნისტრს კახა ბენ­დუ­ქი­ძეს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 წლის თავ­ზე შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე ბი­ჭის დედა გახ­და. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

“უკვე 6 წე­ლია 13 ნო­ემ­ბე­რი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღეა. ეს იყო დღე, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად მძულ­და. ეს იყო დღე, რო­დე­საც კახა ბენ­დუ­ქი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა და მე სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გე ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი. რო­დე­საც ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის ბოლო ვადა 13 ნო­ემ­ბე­რი იყო, ვი­ფიქ­რე, რომ ბედი სა­სა­ცი­ლო რა­მაა…

მაგ­რამ ჩემ­მა ვაჟ­მა თა­ვად აირ­ჩია და­ბა­დე­ბის დღე და გა­და­წყვი­ტა, რომ სამ­ყა­როს მოვ­ლე­ნო­და 3,5 სა­ა­თით ადრე. ასე რომ 2020 წლის 12 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის დრო­ით 20:30 სა­ათ­ზე ალექ­სან­დრე მხე­ი­ძე და­ი­ბა­და, 3,7 კგ და 51 სმ“ – წერს ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე.

რო­გორც ანას­ტა­სია აღ­ნიშ­ნავს, ახალ­შო­ბი­ლიც და თა­ვა­დაც თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ის მად­ლო­ბას უხ­დის ქმარს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მე­უღ­ლე მშო­ბი­ა­რო­ბის დროს მის გვერ­დით იყო და მხარს უჭერ­და.

“მად­ლო­ბა ჩემს შე­სა­ნიშ­ნავ ქმარს, რო­მე­ლიც მხარს მი­ჭერ­და. მე არ შე­მეძ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მას­ზე უკე­თე­სი პარტნი­ო­რი მე­თხო­ვა. მე შე­იძ­ლე­ბა 2014 წლის 13 ნო­ემ­ბერს ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი დავ­კარ­გე, მაგ­რამ 6 წლის შემ­დეგ ჩემი გული აივ­სო სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სი­ხა­რუ­ლით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძე გვი­ყუ­რებს და უღი­მის თა­ვის შვი­ლიშ­ვილს თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ულ­ვა­შებ­ში ჩა­ღი­მე­ბით“ – წერს ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე.

ამბები