ხატია დეკანოიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს – “9 ეკიპაჟი მოვიდა ჩემ გასაჩერებლად”

ხატია დეკანოიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს - "9 ეკიპაჟი მოვიდა ჩემ გასაჩერებლად"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რის ხა­ტია დე­კა­ნოი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რა.

რო­გორც ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე აცხა­დებს, მას არ და­ურ­ღვე­ვია არა­ნა­ი­რი წესი.

“რა კა­ნო­ნით მა­ჯა­რი­მე­ბენ, კა­ნონ­საც ვერ მი­თი­თე­ბენ. თურ­მე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის წესი და­ვარ­ღვიე. არა­ვი­თა­რი კა­რან­ტი­ნის და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წესი არ და­მირ­ღვე­ვია. არც კო­ვი­დი მაქვს. წა­ვე­დი, თბი­ლად ჩა­ვიც­ვი და უკან მოვ­დი­ვარ. ამი­ტომ, ეს არის უკა­ნო­ნო დად­გე­ნი­ლე­ბა. ჯა­რი­მა კი გა­მო­წე­რეს, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, აბ­სურდში ვცხოვ­რობთ. ეს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რია, რა­ზეც ვლა­პა­რა­კობთ. 9 ეკი­პა­ჟი მო­ვი­და იმის­თვის, რომ გა­ვე­ჩე­რე­ბი­ნე. მე არ ვა­პი­რებ ამათ წე­სებს და­ვე­მორ­ჩი­ლო, თვი­თი­ზო­ლა­ცია და კა­რან­ტი­ნი არ და­მირ­ღვე­ვია. ვერ შე­მი­ზღუ­და­ვენ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.