ცესკოსთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს წყალი შეასხა

ცესკოსთან პოლიციამ აქციის მონაწილეებს წყალი შეასხაპოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

პოლიცია აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას წყლის ჭავლის მანქანებით ამ წუთებშიც ცდილობს.

იპნ