“ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ ჩემს შვილს დედა დაეძახა“… – თათია სულუაშვილის  უცნობი ისტორია

“ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ ჩემს შვილს დედა დაეძახა“… - თათია სულუაშვილის  უცნობი ისტორიამსახიობმა, თათია სულუაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში, მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტზე ისაუბრა.

თათიას ვაჟი, უსაყვარლესი დათა აუტისტური სპექტრის მქონე გახლდათ.

“იყო დრო როცა ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს.

დათა ახლა არის 6 წლის, როდესაც იყო წლის და ხუთი თვის, დაეწყო უძილობა. თავის ტკივილი, დილის 5 საათამდე ქუჩაში გვეძინა ერთად, პლედი გვქონდა მოხვეული.

მყავდა ნევროპათოლოგთან, მაგრამ მითხრა, ხდება ასე, ხასიათის ბავშვიაო.

წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, მანამდე დედას მეძახდა, მცნობდა, ემოციები ჰქონდა, მაგრამ დაავიწყდა ყველაფერი.

არ მოსწონდა ფუნქციური სათამაშოები, პირველად ეს შეამჩნია დედამ. მითხრა: თათია რაღაც პრობლემა აქვს ამ ბავშვსო.

მივიყვანე ფსიქიატრთან. ჩაუტარა ტესტი და როცა მივედი პასუხზე, შემომიტრიალა ექიმმა კომპიუტერი და ეწერა – აუტისტური სპექტრი.

იმ წუთას გავიყინე, ცრემლები წამომივიდა და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

მეორე დღიდან დავიწყე აქტიურობა, მე დათასთვის უნდა მეშველა.

ძალიან რთული გზა გავიარე. თერაპევტმა და ფსიქიატრმა რაც არ უნდა გააკეთოს, დედა თუ არ არის ჩართული, ისე შედეგი არ იქნება. დილით თერაპიაზე მიმყავდა დათა, დამყავდა სამსახურში, დაბადების დღეებზე, მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდი.

დათას გამო დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა, საღამოობით დათასთან და ქეთოსთან ერთად მიმყავდა დაბადების დღეები, რათა ბავშვი გახსნილიყო” – თქვა მსახიობმა.

თათია სულუაშვილმა გადაცემაში ისიც თქვა, რომ დათამ აუტიზმი დაამარცხა.

“ახლა ძალიან კარგად არის. ჩვენ ვიბრძოლეთ და მოვიგეთ” – თქვა თათიამ.