გიორგი ვაშაძე – „20 დღით ჩავკეტავდი ქვეყანას, გავწყვეტდი ვირუსის ჯაჭვს და მერე გავხსნიდი ეკონომიკას“

გიორგი ვაშაძე -  „20 დღით ჩავკეტავდი ქვეყანას, გავწყვეტდი ვირუსის ჯაჭვს და მერე გავხსნიდი ეკონომიკას“გიორგი ვაშაძე “ახალ თაობასთან” საუბრობს იმაზე, თუ რას იზამდა, ხელისუფლებაში რომ იყოს:

_ 2 კვირა, მაქსიმუმ 20 დღე მოვახდენდი ჩაკეტვას, ამის პარალელურად მასობრივ ტესტირებას შევუშვებდი, ოჯახის ექიმებს გადავამისამართებდი იქ, სადაც საჭიროა და მექნებოდა გათვლა იმაზე, რომ 20 დღეში ჯაჭვი გამეწყვიტა. ამის შემდეგ კი სწრაფად გავხსნიდი ეკონომიკას. ამჟამად ჩვენ ვართ უვადო შეზღუდვებში. ჯერ ორი თვე, მერე ალბათ კიდევ ორი თვით გადაწევენ, მაგრამ პარალელურად როგორ ვებრძვით კორონა ვირუსს, ამის სტრატეგია არ ჩანს.

– დღეს ვისმენთ, რომ ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა ზაფხულში, როდესაც არ ჩაკეტა აჭარის რეგიონი. იქ იფეთქა ვირუსმა. ეს რამდენად უშველიდა სიტუაციას?

– შესაძლებელია, ჩაკეტვამდე არც მივიდე, თუ მასობრივად მაქვს ტესტირების მექანიზმი გაშვებული და სწრაფად ვადგენ ინფიცირებულ ადამიანებს. რაც უფრო ვაგვიანებ ყველა ინფიცირებულის გამოვლენას, მით უფრო მეტი ადამიანი ავადდება.

თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდათ, რომ არ ჩაეკეტათ არც ბათუმი და არ ყოფილიყო თუნდაც ლოკალური შეზღუდვები, რადგან არჩევნებამდე არ უნდოდათ ეჩვენებინათ ეს საკითხი. როცა მეტყოდნენ, რომ დღეში 30-40 ადამიანი კვდება და ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს, ვინ იტყოდა იმას, რომ გინდა თუ არა, არჩევნები ჩავატაროთო.

– მათსავე ინტერესში იყო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო?

– დიახ, ასე იყო. დაგვიმალეს რეალური სურათი, რაც ქვეყანაში იყო. თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ, არჩევნების შემდეგ როგორ სწრაფად ხდება უკვე ზრდა ინფიცირებულების რაოდენობის. სწრაფი ლოკალიზება და სწრაფი მკურნალობა არ ხდება კორონავირუსის.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა