გიორგი ვაშაძე – „ოპოზიცია გვარამიასა და “ნაცმოძრაობის” მძევალი არ უნდა გახდეს“

გიორგი ვაშაძე - „ოპოზიცია გვარამიასა და "ნაცმოძრაობის" მძევალი არ უნდა გახდეს“შეთანხმების გარეშე „სტრატეგია აღმაშენებელი“ არსად შესვლას არ აპირებს, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან, კოალციაზე ბინძური თავდასხმები მიმდინარეობს – ასე მკვეთრად დაუპირისპირდა დღეს ვაშაძე გვარამიას იმ სტატუსის გამო, რომელიც „მთავარი არხის“  დამფუძნებელმა სოცქსელშო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გიორგი ვაშაძე პარლამენტში შესვლას აპირებს.

მეტიც, ვაშაძის თქმით, ის ამჯერადაც ისე გახდა თავდასხმის ობიექტი გვარამიას გაპიარებული „ნაცმოძრაობიდან“, როგორც ეს წინასაარჩევნოდ მოხდა, როცა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მას ისანში ხატია დეკანოიძის კანდიდატურა დაუყენა, ოპოზიციური შეთანხმების მიუხედავად, რითაც ქართველმა ხალხმა წააგო.

„შეთანხმების გარეშე „სტრატეგია აღმაშენებელი“ არსად შესვლას არ აპირებს, სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თვდასხმის ობიექტი გავხდით, ისევე – როგორც წინასაარჩევნოდ.

სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას მახარდამჭერმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით კანდიდატი დამიყენეს ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.

რაც შეეხება ჩემს ამოცანებს, პირდაპრ გეუბნებით, რომ ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, ის 30% მოსახლეობის, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე, არც “ნაცებსა“ და არც „ქოცებს“ ხმა არ მისცა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გვარამიას საქციელით ძალიან გაბრაზებული იყო და განაცხადა, რომ სხვის „რიოტორიკასა თუ ბინძურ ქმედებებზე აყოლას არ აპირებს“ და  მისი მიზანი – „არც ქოცი, არც ნაცი“ ამომრჩევლის გაერთიანებაა.

„არც ქოცი, არც ნაცი ამომრჩეველი უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, სხვის რიტორიკასა და ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას.

ყველას ვეუბნები, თვი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და ამ თავდასხმებისგან, ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება“, – აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, მას უნდა ბიძინა ივანიშვილი მოაშოროს ქვეყანას, „ნაცმოძრაობასა“  და  ნიკა გვარამიას კი სურთ „მუდმივად პირველები იყვნენ“, ამიტომ „ვითომ ინფოებით“ ცდილობენ ოპოზიციის გაკონტროლებას.

„მე მინდა, ივანიშვილი მოვაშორო ამ ქვეყანას და მისი ხელისუფლება, თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება მუდმივად პირველები იყოთ ოპოზიციაში და ამ შეხვედრაზე იმიტომ შევდივარ, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ამ ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილის მოშთობას.

ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა და პაატა მაჯგალაძემ  თქვა, ვენდობი ჩემს ლიდერს, რომელიც ამ მოლაპარაკებაზეა წარმოდგენილიო,  მგონი, აბსოლიტურად სწორი განცხადებაა.

პაატა მანჯგალაძე არის ღირსეული ქართველი და ასეთ თავდასხმებს, ვითომ ინფოებით მართულ ბინძურ კამპანიას, ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა, ერთმანეთზე თავდასხმას მოაქვს.

„რაც შეეხება საერთო ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. მე ის ადამიანი ვარ, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიციაში ერთიანობა შენარჩუნებულიყო, ასეთივე ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეთანხმებაზე და იმედი მაქვს, ამ ბინძური თავდასხმებისგან თავს ყველა შეიკავებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საკითხზე ან შევთანხმდებით, ან ვერ შევთანხმდებით.

ხაზსს ვუსვამ, ჩემი ამოცანაა არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური“ მოძრაობა, არამედ 30% – დიდი მონოლითი რომელიც ამ მოჯადოებულიწრიდან გამოიყვანს პროცესს“, – აცხადებს ვაშაძე.

მისივე თქმით, გვარამიას მსგავსი თავდასხმების მიზანია, დამოუკიდებელ პოპოზიციონერ ლიდერს ესროლონ ტალახი ჩასაძირად.

„მიზანი არის, ნებისმიერ ოპოზიციის ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, მას ესროლონ ტალახი, ისევე როგორც ეს იყო წინასაარჩევნოდ.

მე შეგახსენებთ, სწორედ ამ ადამიანების მიერ – „მთავარის“ მიერ გაკეთებულ სუჟეტს  სიუჟეტზე, თუ როგორ ვაკვირვებდით ჩვენ ვიღაცეებს და ბნელ მხარეს გადავდიოდით, ბნელ მხარეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ოპოზიციონერობანა უნდა და არა ამ ქვეყნის გამარჯვება.

„მთავარმა არხმა“ სიუჟეტი გააკეთა, ვითომ ჩვენ ძირგამომთხრელ საქმიანობას ვაპირებთ ოპოზიციასთან მიმართებაში, ამას არ ვაპირებთ. ნიკა გვარამიას  ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია დამირეკოს, არც კი უკითხავს არაფერი, საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვიღებთ მონაწილეობას.

სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დაფიქრით, რა თქმა უნდა, ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გაზა უნდა ავირჩიო, იმისთვის, რომ მძევალი არ ვიყოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოლიცია გამოირიცხება თუ არა, მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არა არც არის.

„რა კოალიციაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა არჩევნები არ არსებობს? ჩემთვის პრინციპულია, კონსოლიდაცია იმ 30% ადამიანების, ვინც ამ არჩევნებშიც გამოჩნდა. კონსოლიდაცია ნიშნავს საერთო პოზიციებს.

ჩემი შეცდომა თუ რამე არის, ისაა, იმ აღვირახსნილ კრიტიკას, რაც წინა საარჩევნოდ იყო, არ ვუპირისპირდებოდი.

მეგონა, რომ ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს პასუხს გასცემს-თქო. ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და ამიერიდან ყველა თავდასხმას ჩემს ამომრჩეველთან განვმარტავ“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ,  შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების მე-4 რაუნდი მიმდინარეობს და გიორგი ვაშაძე სწორედ ამ შეხვედრაზე შესვლის წინ დაუპირისპირდა ნიკა გვარამიას.