თამუნა ყურაშვილი – “სანიმ 2 თვიდან გადაწყვიტა, რომ ცოტა ჭამოს, იზრდება და ვითარდება ასაკზე უკეთ…”

თამუნა ყურაშვილი - "სანიმ 2 თვიდან გადაწყვიტა, რომ ცოტა ჭამოს, იზრდება და ვითარდება ასაკზე უკეთ..."ვახო სანაიას მეუღლემ, თამუნა ყურაშვილმა, ფეისბუქში დაწერა:

“შარშან ზუსტად ამ დროს, 2 დეკემბერს, ორს რომ ორი წუთი აკლდა, ისე გაჩნდა ეს ბიჭი ამ ქვეყანაზე..წონა რომ გავიგე, შოკში ვიყავი, ისეთი პატარა იყო, 2600:))
უბრალოდ არ ველოდი.
ეს ფოტო საავადმყოფოს პალატაშია გადაღებული ზაფხულში, ფილტვების ანთება დაემართა ისე, არსაიდან, მერე იყო შიდა ინფექცია, მერე იყო ინტენსიური განყოფილების ერთი ურთულესი კვირა.
ორი თვიდან გადაწყვიტა, რომ ცოტა ჭამოს. ამის მერე დაიწყო ჩვენი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოიცავს მთელს მსოფლიოს :))

სანის არ აინტერესებს, ჭამს, რამდენიც უნდა, იზრდება და ვითარდება ასაკზე უფრო უკეთ ყველა მიმართულებით, მარტო სიგანე გვაკლია.
სასოწარკვეთილიც ვიყავი და ბედნიერიც, როცა რამე საშინელება არ დასტურდებოდა.
განსაკუთრებული მადლობა ექიმებს, ვინც ყველაზე მეტად მეხმარებიდა – სოფო სულავას, გია მელიქიშვილს და მის გუნდს, თიკა ტყემალაძეს, ირაკლი რცხილაძეს და მის გუნდს, იაშვილის ინტესიურის მაკას და რესპირატორულ განყოფილებას.
როგორც სოფო ამბობს და არ გვჯეროდა, ასეთია, ასეთი კონსტიტუცია აქვს.
უბრალოდ ვაჭმევთ ხშირად და მაღალკალორიულ სპეციალურ რაღაცეებს:)
ყველაზე მაგარი ისტორიაა – როცა მოვიძიეთ ყველაზე მაღალკალორიული საჭმელი სამყაროში ბავშვებისთვის, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ იყიდებოდა და დიდი რისერჩის მერე გაირკვა, რომ უნისეფი არიგებს აფრიკის ქვეყნებში:))
გაირკვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ზედმეტი წონის პრობლემა აქვთ ბავშვებს და ეს საჭმელი აქ არ შემოდის.
მიწერილია ცენტრალურ ოფისში, იქნებ აფრიკელი ბავშვებისგან ცოტა გვიწილადონ.
მოკლედ, ასეთია სანი, გუშინ კიდევ ორი კბილი ამოუვიდა და, იმედია, ჭამაზე ნაკლებს გვანერვიულებს ყველას, მთელს მსოფლიოში.”