თეა წულუკიანი – “გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსიამოვნო რამეებს ამბობდა, მაგრამ ეს ყოველთვის რაღაც ფორმით იყო ნათქვამი”

თეა წულუკიანი - "გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსიამოვნო რამეებს ამბობდა, მაგრამ ეს ყოველთვის რაღაც ფორმით იყო ნათქვამი"თეა წულუკიანი ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას ასე გამოეხმაურა:

“8 მარტის შეთანხმება სანამ იქნებოდა მიღწეული, შესაძლებლობა მქონდა, თუ არ მეშლება, მოლაპარაკებების ორ საწყის რაუნდში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო. გრიგოლ ვაშაძე პირველად იქ გავიცანი. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, პირველად ამას არ ვამბობ, იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლი ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და ქართული ოცნების ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში.

იტყოდა ძალიან უსიამოვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, ქართული ოცნების მოსასმენად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ყოველთვის იყო ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადება თავისი არც შინაარსით და არც ფორმით მე არ გამკვირვებია”, – თქვა თეა წულუკიანმა.

მთავარი