„თუ ვინმე პარლამენტში შევა ჩვენ ვიქნებით ერთი დიდი ჭორვილა“ – დავით ჭიჭინაძე

„თუ ვინმე პარლამენტში შევა ჩვენ ვიქნებით ერთი დიდი ჭორვილა“ - დავით ჭიჭინაძეპოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ “ოცნება” თავის ამომრჩეველსაც ატყუებს, რომ პარლამენტში მარტო არ იქნებიან. ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საბჭოთა პარლამენტს გააფორმებს.

“ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი და ეს არის ყველაზე დიდი ზემოქმედება ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ როგორც კი, ხელისუფლება იმ X საათს, რომ შევა იქ (პარლამენტში) დააფიქსირებს და გააფორმებს საბჭოთა პარლამენტს მისი უკუსვლა დაიწყება, მისი საათი ჩაირთვება უკან. დღეს ის კიდევ თავის ამომრჩეველსაც ატყუებს, რომ ის მარტო არ არის, და როდესაც ეს მარტო მოხდება და შევა, იქ ძალიან ცოტა ტვინის ადამიანს თუ ექნება ილუზია, რომ ისინი ამ ქვეყანას მერე რაღაც სიკეთეს გაუკეთებენ, ” – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ოცნებას” თუ რომელიმე ოპოზიციის წევრი შეუერთდება და მეათე მოწვევის პარლამენტში შევა, “დაუნდობელ ბრძოლას” გამოუცხადებენ, რადგან დღეს ბრძოლა არის ქვეყნის დაბრუნებისთვის.

“მე ვფიქრობ ხალხის მხრიდანაც დასაცინი იქნება, ოპოზიციის მხრიდანაც და თვითონ ხელისუფლების მხრიდანაც, იმიტომ, რომ გამოყენებული აგენტი, თუ ვინმე ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მას ესეთი იარლიყი ექნება მიწებებული, მე არამგონია ეს ოდესმე ჩამოირეცხოს და პრაქტიკულად, მე ყველაფერს გავაკეთებ ის ადამიანი, ვინც დღეს ამას დაანგრევს საკადრისი პასუხი მიიღოს და დაუნდობელი ბრძოლა ექნება იმ ადამიანს. პირადად ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინტერესებზე ცვლიან სახელმწიფოს ინტერესებს, მათი ადგილი არა თუ პოლიტიკაში, საერთოდ საზოგადოებაში არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის დაბრუნებისთვის. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ჩრდილოეთის მოდელი გვექნება თუ სამხრეთის. ჩვენ აღარაფერი მოდელი აღარ გვექნება, ჩვენ ვიქნებით ერთი დიდი ჭორვილა,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “დღის სტუმარში”.