ზურა ჯაფარიძე – “იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი “გირჩში აღარ იქნებიან”

ზურა ჯაფარიძე - "იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი "გირჩში აღარ იქნებიან"ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა.

მისივე განმარტებით, „გირჩის“ მთავარი ბრძოლა წინაა.

“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.

მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ის იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილს და ვახო მეგრელიშვილს გულისხმობს.