ზვიად ძიძიგური – „პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია“

ზვიად ძიძიგური - „პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია“„ბიძინა ივანიშვილის ტექსტებს და ნააზრევს გველაპარაკებიან სხვა პირები, დისტანციური მმართველობა მივიღეთ,“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” ივანიშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურმა.

“როგორი ვითარება გვაქვს რეალურად: პარლამენტი და მისი ყველა წევრი (ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას) ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მთავრობა და მისი ყველა მინისტრი ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის – რა გამოვიდა? აბა 30 წელი რაში გაატარა ამ ქვეყანამ?

პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია. ეს ხდება მაშინ, როცა ყველა არჩევნებში იძახი, “მიშა მოდის, მიშა მოდის” იღებ ამხელა ძალაუფლებას და ხდება ასეთი მმართველობა, როგორიც არის დღეს, მე ასეთი მმართველობა არ მახსოვს.

ბიძინა ივანიშვილის ტექსტებს და ნააზრევს გველაპარაკებიან სხვა პირები, დისტანციური მმართველობა მივიღეთ” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “უცნობი”- ს გადაცემაში “უცნობის კიდობანი.