ალეკო ელისაშვილი – „პარლამენტში სულ რომ მარტო მოგვიწიოს შესვლა, შევალთ“

ალეკო ელისაშვილი - „პარლამენტში სულ რომ მარტო მოგვიწიოს შესვლა, შევალთ“პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მარტოც რო მოუწიონ შესვლა მაინც შევლენ – მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა უპასუხისმგებლობაა.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციამ “ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა – რადგან , მისივე შეფასებით, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.

“პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე.

გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლები ელჩები არ არიან – ეს ჩვენდა სამარცხვინოდ, არის ჩვენი „ნოუჰაუ“. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი “ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ქართული ოცნება“ ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი”.