ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – ნათქვამია ძიუდოს ეროვნული ფედერაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით ხახალეიშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადაზე გახდა.
იპნ