დავით სერგეენკო – „კარები არ უნდა დაიხუროს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს“

დავით სერგეენკო - „კარები არ უნდა დაიხუროს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდეს“პარლამენტი უკვე მეორე დღეა, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. გუშინ “ოცნებამ” სადეპუტატო უფლებამოსილება ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ენმ-ს წევრს ლევან ხაბეიშვილს გაუუქმეს.

დეპუტატ დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა.

“ჩემი განწყობაც ესეთია, რომ კარები არ უნდა დაიხუროს, რაც არის შესაძლებლობა, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რომ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში” , – განაცხადა დავით სერგეენკომ.