“ეკა ხვედელიძის კაბის შლეიფი ქორწილში 7 ქალს მიჰქონდა”

"ეკა ხვედელიძის კაბის შლეიფი ქორწილში 7 ქალს მიჰქონდა"ბიძინა ივანიშვილის თანაკლასელმა თინათინ გამგებელმა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის ქორწილი ასე გაიხსენა:

„ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის „შლეიფი“ შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო…“

პია დაიჯესტი