“ელენე ხოშტარია პარლამენტში შევა”

"ელენე ხოშტარია პარლამენტში შევა"ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ პარლამენტში ბევრი ოპოზიციონერი შევა:

– დღეს ბოკერიას პარტიას ოთხი მანდატი აქვს. ამ ოთხიდან ელენე ხოშტარია შევა პარლამენტში.

– ფიქრობთ, რომ ელენე ხოშტარია შევა? მან დატოვა „ევროპული საქართველო“.

– სწორედ ამიტომ დატოვა, რომ შევიდეს პარლამენტში!

– ყველაზე კატეგორიული განცხადებებით გამოირჩეოდა ელენე და მაინც ფიქრობთ, რომ შევა?

– დარწმუნებული ვარ, რომ შევა. რატომ წამოვიდა ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“, ვინმეს ეს კითხვა გაუჩნდა?!

– რატომ?

– როდესაც იქ დაიწყო განხილვა პარლამენტში შესვლაზე, ელენემ გამოთქვა სურვილი, რომ შესულიყო. ლიდერებმა პარტიის დატოვება მოთხოვეს. ელენე რომ გამოსულიყო და ეთქვა, იმიტომ მივდივარ პარტიიდან, რომ პარლამენტში შესვლა მინდაო, ყველა გადაუვლიდა. ამიტომ სხვა მიზეზით წამოვიდა და დიპლომატიურად გამოძვრება ამ სიტუაციიდან.

იგივე დაემართათ გირჩელებს. იაგო ხვიჩია იხვეწებოდა, შემიშვით პარლამენტშიო.

ესენი მართული ოპოზიციაა, ნაყიდი ოპოზიცია, რომლის ყოფნას პარლამენტში დიდი აზრი და მნიშვნელობა არა აქვს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა