„ელისაშვილს „ოსკარი“ ეკუთვნის“ – კახა ოქრიაშვილი

„ელისაშვილს „ოსკარი“ ეკუთვნის“ - კახა ოქრიაშვილიალეკო ელისაშვილს „ოსკარი“ ეკუთვნის მსახიობობაში. ის თავიდანვე ,,ქართული ოცნების” თამაშს თამაშობდა. ასე ეხმაურება ,,2020NEWS”-თან ,,გაერთიანებული ოპოციზია – ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი კახა ოქრიაშვილი. ,,მოქალაქეების” ლიდერების პარლამენტში შესვლის საკითხს.

ოქრიაშვილის თქმით, ,,მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი არასოდეს ყოფილა ოპოზიციონერი და შესაბამისად, ოპოზიციისთვის არ უღალატია.

,,ალეკო ელისაშვილს ოპოზიციისთვის არასოდეს უღალატია, რადგან ის ოპოზიციონერი არც ყოფილა.

ელისაშვილი არის სუპერარტისტი. ეგეთი არტისტი საქართველოს ჯერ არ ყოლია. არც იპოლიტე ხვიჩია ყოფილა ეგეთი, არც ხორავა და საერთოდ არავინ“, – აცხადებს „ქართული ოცნებიდან“ წასული ოპოზიციონერი.

მეტიც, ოქრიაშვილი ელისაშვილს პირდაპირ ამერიკის უმაღლეს სამსახიობო ჯილდოზე „უშვებს“.

„ელისაშვილს ოსკარიც ეკუთვნის, რადგან ის უკონკურენტოა მსახიობობაში.

ბატონი ელისაშვილი ყოველთვის ,,ქართული ოცნების” თამაშს თამაშობდა და ყოველთვის ხელისუფლებისკენ იყო”. – აცხადებს ოქრიაშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მმართველის გუნდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კი, ბოიკოტის შეწყვეტა და  საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს.