ექსპო-ჯორჯიასთან აქციაზე ნიკა ნარსია დააკავეს

ექსპო-ჯორჯიასთან აქციაზე ნიკა ნარსია დააკავეს„ექსპო-ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი სამოქალაქო აქცივისტი, ნიკა ნარსია დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებმა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება. სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს „ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქვამენ, რომელსაც „ექსპო ჯორჯიაში“ 14:00 საათზე ყრილობა აქვს დაგეგმილი.

სამოქალაქო აქტიცივტები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს, ვინაიდან მან საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

აქტივისტებს აქციაზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ფაქტს აქციაზე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის, მათ შორის ნიკა ნარსიას დაკავება მოჰყვა.

იპნ