“გახარიამ მეზვრიშვილის მინისტრად დანიშვნა მოინდომა, რასაც მეზვრიშვილი შეეწირა”

"გახარიამ მეზვრიშვილის მინისტრად დანიშვნა მოინდომა, რასაც მეზვრიშვილი შეეწირა"“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე }ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მისი ერთგული ადამიანები დატოვა:

– ესენი არიან ირაკლი ღარიბაშვილი “ქართუ ბანკიდან”, ვახტანგ გომელაური – მისი დაცვის წევრი,  სუსის უფროსი “ქართუდან” მოდის და მისი მაღალი ნდობით სარგებლობს. მაია ცქიტიშვილი ჯერ ადმინისტრაციაში ჰყავდა და ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც ყველაზე მხარჯავი უწყებაა და დიდი ფული ტრიალებს, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში.

ივანიშვილმა იცის, რომ მისი მთავარი რესურსი ფინანსებია. ფინანსების დაცვისთვის და, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის მიღებისათვის მას დასჭირდა კულისებში გადასვლა და იქ დაალაგებს თავის ფინანსებს. თუ ჩათვლის, რომ “ოცნება” აღარ სჭირდება, ის შემოვა სხვა პოლიტიკური მოცემულობით.

– თუ პრემიერმა მოინდომა და ძალოვანი ბლოკის მინისტრები შეცვალა, მაშინ რა გარანტიები რჩება?

– პარლამენტი არ დაამტკიცებს და პრემიერს თვითონ მოუწევს წასვლა. აგერ გახარიამ მოინდომა, ნათია მეზვრიშვილი დაენიშნა მინისტრად და იძულებული გახდა მერე მეზვრიშვილი, რომ საერთოდ წასულიყო საჯარო სამსახურიდან.

– ანუ “ოცნების” პოლიტიკა აგებულია იმაზე, რა სურს ბიძინას და ყველამ იცის, რაც სურს?

– ბუნებრივია. ყველამ იცის, რა სურს ბიძინას და არ უნდა აწყენინოს ბიძინას, ხოლო თუ აწყენინებს, მისი საქმე წავა ცუდად. მისი გუნდი მთლიანად აწყობილია ამაზე.

დღეს ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ “ოცნებისგან” უნდა გათავისუფლდეს, რაც პოლიტიკურ ველზე ცვლილებებს ნიშნავს, დღის წესრიგში დადგება ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების ეტაპი.  ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ გუნდისგან არაფერი გამოვა. კი აქო, მაგრამ ირაკლი კობახიძის გუნდში არავინ რომ აღარ დარჩება და გავლენებზე ლაპარაკი ზედმეტია, ეს ხომ ცხადია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა