გიორგი რურუა – „ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს დაკავებაში პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება“

გიორგი რურუა - „ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს დაკავებაში პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება“გიორგი რურუა სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილს მიმართავს:

„ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა”, – წერს რურუა.