“იმის თქმა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა კობახიძეს გადააბარა, დიდი სისულელეა”

"იმის თქმა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა კობახიძეს გადააბარა, დიდი სისულელეა"ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრობს:

– ზოგს რატომღაც ჰგონია, რადგან კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, კობახიძე აქცია ახალ ბიძინად. ახალ ბიძინად ვერავინ იქცევა. კობახიძემ, უბრალოდ, პარტია ჩაიბარა.

– ეს რას ნიშნავს?

– მას ჩაბარებული ექნება ისეთი თემები, როგორებიც არის არჩევნები, დემოკრატია, ძირითადად უცხოელებთან ურთიერთობები. როგორც ჩანს, უცხოელებთან ყველაფერი დალაგებული აქვს, კარგად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. შიდაპოლიტიკაში ხისტია, მაგრამ, როგორც ამბობენ, შიდა ურთიერთობებში ბევრად უფრო ნორმალურია, ვიდრე კამერებთან. შესაბამისად, მასზე გააკეთა არჩევანი.

ახლა დაცინვა, რომ კობახიძის ხელში ჩააგდო ქვეყანა, რა სისულელეა. კობახიძის ხელში როგორ ჩააგდებდა ქვეყანას?! ბუნებრივია, იქ კობახიძეც იქნება, მაგრამ უფრო სერიოზული ფიგურა იქნება გახარია და იგივე ლილუაშვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა არაფორმალურად გავლენიან პიროვნებებზე, როგორიც არის, მაგალითად, ჩხარტიშვილი. იმის მტკიცება, რომ კობახიძეს გადააბარა ქვეყანა, ეს ძალიან დიდი სისულელეა.

– ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში დატოვა ერთგული ადამიანები და იცის, რომ მათგან საფრთხე არ ელის?

– თავისთავად ასეა. ეს ხალხი მისი ერთგულია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა