ირაკლი კობახიძის მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძის მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნავასილ მაღლაფერიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაც აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.

ყრილობას, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრო.

შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის დირექტორობიდან 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა.

რუსთავი 2