ივანიშვილი – “სააკაშვილი შალიკოს ტყუპი ძმა გახდა, მერაბიშვილი კი კაცია”

ივანიშვილი - "სააკაშვილი შალიკოს ტყუპი ძმა გახდა, მერაბიშვილი კი კაცია"აბა ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. რასაც გინდა, იმას ამბობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გაჯანსაღდეს და ძალადობაზე უარი თქვას.

„ეს კაცი მართავდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაში და ამერიკაში. როგორ ახერხებდნენ ისინი შავი თეთრად გაეყიდათ. რა ფესვები ამოვძირკვეთ ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე, არათუ სისხლის გარეშე. დღეს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს.

რომელ ქვეყანას გაიხსენებთ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე საქმეში მსჯავრდებულია, დევნაშია, ასევე მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. დამისახელეთ ქვეყანა, თუ მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ესაა ჩემი დამსახურება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

ნახეთ ამ კაცის რეალური სახე, თუ არ გახდა შალიკოს ტყუპისცალი. აბსოლუტურად მთლიანად ნიღაბმოხსნილია. ყოველ წელს იქაჩება, რომ ჩამოვა.

გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი – მოიხადა ვალი და კაცია. ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, მაგრამ უნდა გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ხელისუფლებაში იყვნენ და ძალადობდნენ, ძალადობენ ახლაც. სხვა რამე არ იციან“,- განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

პირველი არხი