„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“

„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება.

“შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა.

ფორმულასთვის აგრეთვე ცნობილი გახდა პარტიაში კლანური დაპირისპირების შესახებ.

პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კახა კალაძით ჩანაცვლებას გეგმავს. შაბათის ფორმულას ცნობით, კალაძე-კობახიძის ტანდემი გიორგი გახარიას გაზაფხულამდე ჩამოიშორებს”, – იტყობინება ტელეკომპანია.