კელი დეგნანი თავდაცვის სამინისტროს ეწვია

კელი დეგნანი თავდაცვის სამინისტროს ეწვიააშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თავდაცვის სამინისტრის ეწვია.

ამის შესახებ ფეისბუქში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა:

“თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს ვუმასპინძლე. შეხვედრაზე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ და 2021 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ვისაუბრეთ.

სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, 2020 წელი თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობით იყო გამორჩეული.

2021 წელს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და მრავალფეროვანი გახდება.”