ლაშა ნაცვლიშვილი – “ის გავრილოვის კი არა, მელიას ღამე იყო, რომელიც გადატრიალებას ცდილობდა”

ლაშა ნაცვლიშვილი - "ის გავრილოვის კი არა, მელიას ღამე იყო, რომელიც გადატრიალებას ცდილობდა"“ოცნების” ყრილობაზე მისული პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი და იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი, ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე გუნდის კაშკაშა ვარსკვლავია.

“ქვეყანას მართავს “ქართული ოცნების” ერთიანი სახელისუფლებო გუნდი, რომელიც არის დაკომპლექტებული მოტივირებული, კვალიფიციური, შეკრული, პატრიოტი ლიდერებისგან. ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავი არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც ერგო პატივი და დღეს ის არჩეული იქნება “ოცნების” თავმჯდომარედ”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “გავრილოვის ღამე” ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას ღამეა, რომელიც სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.

“გავრილოვის ღამე ეს არის თქვენი თიკუნი, ეს არის მელიას ღამე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილის დავალებით. ეს იყო შტურმი. კობახიძეს არავისთვის დაუთმია თავის სავარძელი”, – თქვა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მთავარი