„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო ” – სანიკიძე ვაშაძეს

„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო " - სანიკიძე ვაშაძეს“გაერთიანებული ოპოზიციის“წევრი, გუბაზ სანიკიძე ეხმაურება გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით და აცხადებს:

“მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?!“ – აცხადებს სანიკიძე.