მარგველაშვილი – “მოვდიოდით ტარიფების დაკლების ლოზუნგით, “ოცნებამ” კი ყველაფერი გააძვირა”

მარგველაშვილი - "მოვდიოდით ტარიფების დაკლების ლოზუნგით, "ოცნებამ" კი ყველაფერი გააძვირა"პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში შუქისა და წყლის გაზრდილ საფასურს მთავრობის ოპონენტები “ოცნების” კიდევ ერთ არასწორ ნაბიჯს უწოდებენ და ამბობენ, რომ ცვლილება ყველა პროდუქტის ფასზე აისახება.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ დაპირებები ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა “შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ” და ფიქრობს, რომ ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

“მოსახლეობისთვის ეს არის დაფიქრების მნიშვნელოვანი საგანი, იმიტომ, რომ ჩვენ მოვდიოდით ლოზუნგით, რომ პირელი წელიწადი იქნებოდა კარგი, მეორე – უკეთესი, იქნება ტარიფების დაკლება, ბენზინზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე ფასების დაკლება, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი შეასრულა 180 გრადუსით საპირისპიროდ. ეს გაღატაკებული მოსახლებისთვის იქნება კატასტროფული მდგომარეობა, მითუმეტეს პანდემიის ფონზე” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი
შეგახსენებთ, დენი გაძვირდა – მოსახლეობისთვის 3.5 თეთრით, კომერციული ობიექტებისთვის 11–13 თეთრით.

ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ.

მთავარი