ნატო ჩხეიძე – “აბსურდია, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა”

ნატო ჩხეიძე - "აბსურდია, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა"ბლოკ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძის მოსაზრებებს აფასებს.

_ ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ კარგია, პრორუსული ფრთა რომ არ შემოვიდაო. ნაწილს პრორუსულად აღიქვამენ და ნაწილს არა?

_ იცით რა? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებსა და აზრთა მიმდინარეობაში ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. ასეთი რამე მაშინაც არ უთქვამთ, როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში იყო. ალბათ ახლა რაღაცით უნდა გაამართლონ ის ვითარება, რაც ახლა შეიქმნა. ყველაფერი ის, რაზეც ამბობენ, რომ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, უნდა აქონ. ამ ქების იქით რა ლოგიკაა, იმას აღარ უკვირდებიან. რა თქმა უნდა, აბსურდია ის, რაც ბატონმა კობახიძემ თქვა, მაგრამ ეს არც პირველია და არც უკანასკნელი.

_ სადაც თქვენ ხართ, იმ გაერთიანების მთავარი პარტიის – „ნაცმოძრაობის“ შესახებ გამოიყენა ტერმინი „ანტიდასავლური ძალა“. ამაში თუ დაინახეთ რაიმე ლოგიკა?

_ დიახ ჩემი პარტია – „მოძრაობა ხალხისთვის“ არჩევნებზე გამოვიდა ბლოკის სახით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ის, რომ მას უწოდო პრორუსული, ესეც აბსურდია. მეტი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. კობახიძის მაგ ნათქვამის მიმართ ხალხური გამონათქვამი შეიძლება ვთქვა – „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა