ნავალნი 2008 წელს თბილისში გენშტაბის დაბომბვას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ითხოვდა

ნავალნი 2008 წელს თბილისში გენშტაბის დაბომბვას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ითხოვდაალექსეი ნავალნი 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, საქართველოს გენერალური შტაბის დაბომბვას, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას ითხოვდა. ამის შესახებ ის თავად ადასტურებს ტელეკომპანია”დოჟდთან” ინტერვიუში.

ქსენია სობჩაკის კითხვაზე, ნავალნი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისა და ოკუპირებული ყირიმის ვითარება სხვადასხვაა:

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ესაა რეგიონები, რომლებიც თავდაპირველად, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ითხოვდნენ გამოყოფას. იქ იყო სისხლიანი მოვლენები, ცხინვალსა და სოხუმში ფაქტობრივად ომი იყო – ამბობდა ნავალნი ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ რუსეთში გუშინ პირველად ჩავიდა. ის აეროპორტშივე დააკავეს, დღეს კი სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი