“ოცნებაში” ახალი არჩევნების 2022-ში ჩატარებაზე ფიქრობენ” – ლადო სადღობელაშვილი

"ოცნებაში" ახალი არჩევნების 2022-ში ჩატარებაზე ფიქრობენ" - ლადო სადღობელაშვილიპოლიტიკური ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხაზარაძეს წამოსცდა და ხელისუფლების კულუარებშიც მუსირებს აზრი, რომ 2022-ში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

– ხაზარაძემ თქვა ეს და მე მისგან გამიკვირდა, რადგან ხაზარაძეს ფულით ვერ იყიდის “ოცნება”. თუმცა არსებობს სხვა თემები, იგივე ანაკლიის პორტი და ასე შემდეგ, რის გამოც შეიძლება დაითანხმო ეს ადამიანი პარლამენტში შესვლაზეც და 2022-ის არჩევნებზეც.

მე ადრეც გითხარით და ახლაც ამ აზრზე ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ ეს პარლამენტი შედგეს.

– და 2022-ში ხელახალი არჩევნები დაინიშნება?

– მე ამას ვპროგნოზირებ, რომ საკრებულოს არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც ჩაინიშნება.

– და ეს გააჟღერებინეს ოპოზიციის სახელით ხაზარაძეს?

– კი, ასეა. ხაზარაძე-ბოკერიას კოალიცია უფრო ადრე იყო დაგეგმილი. მათი პოლიტიკური სიყვარული თავიდანვე იკვეთებოდა და მე გამიკვირდა, ცალ-ცალკე რომ გადაწყვიტეს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

რაც შეეება ვაშაძეს, ის იქ ვერ იქნება ვერანაირად ჩხარტიშვილი-ხაზარაძის დაპირისპირებიდან გამომდინარე.

ვაშაძეს ნაცმოძრაობასთან უფრო ვხედავ, ვიდრე ხაზარაძესთან.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა