“ოცნებაში” მთავარი დაპირისპირება კალაძესა და კობახიძეს შორისაა”- ანი მიროტაძე

"ოცნებაში" მთავარი დაპირისპირება კალაძესა და კობახიძეს შორისაა"- ანი მიროტაძე“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებაში” დაწყებულია ძალაუფლებისთვის ბრძოლა,

– ვისა და ვის შორის არის ბრძოლა?

– პირველი, ეს არის კობახიძე, კალაძე თავისი გუნდით და გახარია. მე უფრო დიდ დაპირისპირებას ვხედავ კობახიძესა და კალაძეს შორის.

– აქამდე ხომ ერთ გუნდში იყვნენ?

– მაშინ ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ახლა, როდესაც ქოლგა აღარ არის, ყველას მოუნდება თავისი გზის პოვნა და ამბიციები ორივეს შეაწუხებს. კალაძეს ეწურება 4-წლიანი ვადა და მან ხომ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს. კალაძე არ გარისკავს და მეორედ კენჭს აღარ იყრის, რადგან წაგების შანსი საკმაოდ მაღალია. მას სულ არ სურს, დაასრულოს თავისი პოლიტიკური კარიერა.

– პრემიერობა ხომ არ უნდა კალაძეს?

– კალაძე აცხადებს პრეტენზიას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაიბაროს ქვეყნის მასშტაბით. მან ეს პოზიცია დააფიქსირა გუნდში და ახლა ველოდები, რომ ის ღიადაც გაახმოვანებს, მაგრამ პრემიერის თანამდებობა თავისუფალი არ არის. ამიტომ ხელისუფლებისთვის რთული პოლიტიკური გაზაფხული იქნება ყველა მიმართულებით.

– ვრცელდება ინფორმაციები კალაძის ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

– გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაში მისი და მისი გარემოცვის შესახებ ბევრი ტომი დევს. შესაბამისად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში თავისუფალი ვერ არის და გარკვეული რისკებია მისი ოპოზიციაში წასვლა. ის ცოტა ადრეც წავიდოდა ოპოზიციაში. მისი რეიტინგულობიდან გამომდინარე ხშირად ხდება მისი უკანა პლანზე გადაწევა. მით უმეტეს, რომ ივანიშვილმა მემკვიდრედ დაასახელა ირაკლი კობახიძე.

ხომ გახსოვთ კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდებს შორის დაპირისპირება? გგონიათ, რომ ბავშვების შიმშილობას გადაყვა?! იყო დაპირისპირება და მერე ივანიშვილმა დაინახა საფრთხე და გადაწყვიტა, რომ ნაკლებად საფრთხის მატარებელი იყო კარგად მართული კობახიძე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა