„რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილი იყიდის?!

„რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილი იყიდის?!გავრცელებული ხმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილი იყიდის.

ივანიშვილის კარზე ჩხარტიშვილი ერთ-ერთი დაწინაურებული პირია და ერთგვარად რუხი კარდინალის ფუნქციაც შეითავსა. რამდენჯერმე გაიჟღერა კიდეც,  რომ ივანიშვილი ხშირად ჩხარტიშვილის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით არჩევს კადრებს.

როგორც ამბობენ, „რუსთავი 2“-ის მიმართ ლტოლვა ჩხარტიშვილს მუდამ ჰქონდა. წლების წინ მის საკუთრებაში იყო ტელეკომპანია „მზეც“.

სავარაუდოდ, ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში მისი გასხვისების წინააღმდეგ არ წავა. მით უფრო, ტოტალური კრიზისის დროს, როდესაც რუსთავი 2 ვერაფრით იქნება ეკონომიკურად მომგებიანი საწარმო.

რამდენიმე დღის წინ ქიბარ ხალვაშმა ახალი საქმე წამოიწყო, რის შესახებაც ფეისბუქში პოსტიც დადო. ცხადია, რომ რუსთავი 2-ის გასხვისებით მიღებული ფული მისთვის ზედმეტი სულაც არ იქნება.

ქიბარ ხალვაში – “ჯერ არ ვართ დიდი და ისტორიული კომპანია, მაგრამ მომავალი ჩვენია!”