“სააკაშვილი ისევ რუსულ საქმეს აკეთებს” – ანზორ აბრალავა

"სააკაშვილი ისევ რუსულ საქმეს აკეთებს" - ანზორ აბრალავაყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახლანდელი ოპოზიციის ამოცანაა, შეაფერხოს საქართველოს სვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ:

– ამ ვაი-ოპოზიციას ხალხის მდგომარეობა არ ადარდებს. ეს დესტრუქციული ძალები ეფარებიან პატრიოტულ რიტორიკას და ანგრევენ ქვეყანას. ხელისუფლება მათ რევანშისტულ მოქმედებებს მკაფიო სახელს არ არქმევს.

– “ქართული ოცნების” ახლად არჩეულმა აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ რევოლუციურ ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო” არიან. თქვენ რას იტყვით?

– რევანშისტულ რევოლუციურ გეგმებს ამ ორი პარტიის გარდა, ატარებენ ასევე მათი სატელიტი პარტიები, ყველას უკან კი ერთი სახელმწიფო – რუსეთი დგას. სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის, მასთან მიბმული ყველა პარტიისა და ტელევიზიის საქმიანობა კარგად გაიშიფრა. ეგენი თუ ვინმეს დასავლეთის მოკავშირეები ჰგონია, კარგად გვქონია საქმე.

საქართველოს შეუძლია იყოს დემოკრატიული. ნატო და ევროკავშირი ჩვენი არჩევანია. სწორედ ამ სწრაფვას უშლიან ხელს დესტრუქციული ძალები სააკაშვილის თამადობით.

– სააკაშვილი ისევ აქტიური იქნება?

– დიახ. მას ჯერ ისევ იყენებენ. სააკაშვილი ისევ რუსულ საქმეს აკეთებს და ძველებურად აქტიურია. მისი ცრუ ანტირუსული გამოსვლებით უკვე ძალიან ცოტა ადამიანი ტყუვდება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა