სააკაშვილი – “ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს”

სააკაშვილი - "ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა, „ამას არანაირი გამართლება არ აქვს“. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ანანიაშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს.

„საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი რომ გვქონდაო?! მე ნამდვილად არ ვადარებ ახლა. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ-იორკის „სითი გალერიში“, სადაც ხალხი 50 წუთი უკრავდა ფეხზე ამდგარი ტაშს. ეს ყველაფერი ასეა, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ მომწონს-თქო, ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იპნ