„სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და “გირჩსაც” პარლამენტში“ – დავითულიანი

„სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და "გირჩსაც" პარლამენტში“ - დავითულიანისახელისუფლებო წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პარტიული კრიზისი და ის მხარული იქნება, თუ ელისაშვილი და გირჩის დანაყოფი პარლამენტში შევა. მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წაადგება:

“ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი. თუ დავუკვირდებით, ამ თვალსაზრისით ეს კრიზისი პირველ რიგში ოპოზიციას აზიანებს, ამიტომ, სჯობს, რომ დროზე მოეგონ გონს, გადადგან ნაბიჯი, რომელიც წაადგება ქვეყანას, დემოკრატიულ განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში. სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და “გირჩსაც” პარლამენტში” – აღნიშნა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გირჩის დანაყოფთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. შევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ეს ნაწილი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.