ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესს შეხვდა

ზალკალიანი ესპანეთის პრემიერ პედრო სანჩესს შეხვდაგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ესპანეთის მთავრობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში.

დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპანეთის “სოლიდარობის გეგმისთვის”, რომელიც ითვალისწინებს ესპანეთის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპანეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

იპნ