ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ – 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება

ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ - 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თათბირობენ.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან პარტიის მხარდამჭერები.

ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.