ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ბავშვს ელოდება

ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ბავშვს ელოდებალიზა მაღრაძეს საზოგადოება 4 წლის ასაკიდან იცნობს. ის ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია და ეკრანზე პირველად სწორედ 4 წლის გამოჩნდა.

ლიზამ მაშინ თათია გიორგობიანთან ჩაწერა დუეტი და სიმღერა მალევე გახდა პოპულარული, ხოლო მოგვიანებით მან ძალები წამყვანის ამპლუაშიც მოსინჯა.

ლიზა მაღრაძე პროფესიით მსახიობია, მან თეატრალურ უნივერსიტეტში თემურ ჩხეიძის ჯგუფი დაამთავრა, თუმცა საკუთარი პროფესიით ჯერ არ უმუშავია.

ლიზა მაღრაძე კარანტინის დროს საიდუმლოდ გათხოვდა, მისი მეუღლე გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა.

წყვილს ქორწილი ჯერჯერობით არ გადაუხდია, თუმცა ლიზა და გიორგი მალე მშობლები გახდებიან. ორსულმა ლიზა მაღრაძემ ფოტოები ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

ლიზა მაღრაძე და გიორგი კაკაბაძე ზამთრის დღეებს შეკვეთილში ატარებენ.

პრაიმ ტაიმი