განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადადგა

განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადადგასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ხარატიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილის შესაბამისად დატოვა. ის სხვაგან აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას“,- განმარტეს უწყებაში.

ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა