“ღარიბაშვილს ცქიტიშვილმა უთხრა, პრემიერი აღარ ხარ და წადიო სახლში”

"ღარიბაშვილს ცქიტიშვილმა უთხრა, პრემიერი აღარ ხარ და წადიო სახლში"“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორე გაპრემიერებაზე საუბრობს.

– რას ნიშნავს ღარიბაშვილის დაბრუნება?

– ღარიბაშვილს თავისი პოზიცია არაფერთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხვალ რა რიცხვი იქნებაო, რომ ჰკითხოთ, მაგაზეც კი დაფიქრდება. ვაი და ბიძინას არ მოეწონოსო. ამ დონემდეა ყურმოჭრილი მონა. სწორედ იმიტომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი მასზე. ალბათ ის არჩევანს აკეთებდა კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის და საბოლოოდ კობახიძეზეც კი ფიქრობს, რომ იმდენად უთავმოყვარეო არ არის, რომ ისეთი ყურმოჭრილი მონა იყოს, როგორც ღარიბაშვილი.

ისე წავიდა ღარიბაშვილი პრემიერობიდან, რომ გადადგომის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. ათასობით ღია ბარათი ჰქონდა დაგზავნილი, როდესაც მასთან შევიდა მაია ცქიტიშვილი და უთხრა, პრემიერი აღარ ხარ, ჩაალაგე შენი ნივთები და დაცალე კაბინეტიო.

– ამიტომ დატოვა მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა?

– პირველი, რაც გააკეთა, გაუშვა მაია ცქიტიშვილი.  ახსოვს და იმდენსაც ვერ ხვდება, რომ ეს მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილება კი არ იყო, არამედ ივანიშვილის, რომლის ყურმოჭრილი მონაა დღესაც.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა