გია ბარამიძე – “გაზის გამო გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე”

გია ბარამიძე - "გაზის გამო გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე"„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია.

„ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ, ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის შესაბამისად დამაკავეს, ბორკილებიც დამადეს. დაახლოებით ერთ საათში, იქ, ვინც ჩემთან ერთად იყო, ყველა გაგვათავისუფლეს“, – განაცხადა ბარამიძემ.