გიორგი გოგინაშვილი, მელიას საქმის მოსამართლე და მისი მოსამართლე მეგობრები

გიორგი გოგინაშვილი,  მელიას საქმის მოსამართლე და მისი მოსამართლე მეგობრებინაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქზე მოსამართლეთა ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„გიორგი გოგინაშვილი არისო სააპელაციო სასამართლოში მელიას საქმეზე მოსამართლე.

ეს ფოტო საინტერესოა მისი მეგობრული ურთიერთობის აღსაქმელად გავლენიან მოსამართლეებთან.

მარცხნიდან მარჯვნივ:

1. ვასილ მშვენიერაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრი

2. გიორგი გოგინაშვილი

3. ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს მდივანი

4. თემურ გოგოხია, თბილისის საქალაქო სასამართლოს
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე

5. მურუსიძე …

6. რევაზ ნადარაია, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა. ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია. ეს და ზემოხსენებული თემურ გოგოხია ქვისლები არიან.“