“გომელაურს ჯერ ვენტილაცია უნდა დაეყენებინა ნაცმოძრაობის ოფისში და მერე შესულიყო?!” – ანრი ოხანაშვილი

"გომელაურს ჯერ ვენტილაცია უნდა დაეყენებინა ნაცმოძრაობის ოფისში და მერე შესულიყო?!" - ანრი ოხანაშვილისანქციები ჯერ ამ ხალხს აქვთ დაწესებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან -უგულავებს, თარგამაძეებს სამუდამო სანქცია აქვთ ხელისუფლებაში არმოსვლის და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ დგება და ვერც დადგება,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხალხს აღარ სურს 48 მილიონი ლარის „მომპარველების ხელისუფლებაში ყოფნა“.

“გივი თარგამაძე ყველას გვახსოვს პარლამენტის შენობიდან ემუქრებოდა ქართველ ხალხს სულს ამოგხდითო. ქართველმა ხალხმა ეს ადამიანი გაისტუმრა იმ სივრცეში, საიდანაც მას აღარ უნდა შეეძლოს დემოკრატიულ პროცესებში ჩართვის და მართვის უფლება, ალბათ, ბოლომდე რომ ვერ ამოხადა სული ქართველ ხალხს, ამით უკმაყოფილოა და აგრძელებს იგივე რიტორიკას, რაც ძალიან მძიმეა და მიუღებელი. ამ ხალხთან გვაქვს საქმე. გიგი უგულავა კი პოლიტიკოსი კი არა 48 მილიონის გამფლანგველი და მსჯავრდებულია, მე ის მიკვირს, რომ მის გვერდით დგას ხალხი, ვინც კარგად იცის, რომ უგულავამ 50 მილიონი მოპარა სახელმწიფო ბიუჯეტს.

დღეს ამბობენ, „ნაცმოძრაობის“ ოფისში ვენტილაცია რომ არ იყო გამართული, ამიტომ შესაძლოა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან გვქონოდა საქმეო, აი აქამდე მივედით – ძალის დემონსტრირებით კი არ ხდება ვინმეს დაკავება, არამედ მაქსიმალური სიფრთხილით და თურმე გომელაურს ჯერ ვენტილაცია უნდა დაეყენებინა, მერე შეემოწმებინა და შემდგომ შესულიყო,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

იპნ