ირაკლი ოქრუაშვილი – “აღდგომაზე ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ, მიშა ქარელსაც არ შევაგინებ, მონასტერშიც წავალ…”

ირაკლი ოქრუაშვილი - "აღდგომაზე ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ, მიშა ქარელსაც არ შევაგინებ, მონასტერშიც წავალ..."ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქშიდაწერა:

“ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.
ოღონდ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:
– აღარც აქციებზე ვივლი;
– აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;
– აღარც ციხეში წავალ;
– აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;
– ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;
– ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;
– არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;
– სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;
მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო.”