კინზინგერი – ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება, ყველანი გაკვირდებით

კინზინგერი - ძალიან შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედება, ყველანი გაკვირდებითამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება. ის წერს, რომ ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, რომელსაც ყველანი უყურებენ.

“ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით”, – დაწერა ადამ კინზინგერმა.

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ დარბევას პირდაპირ უყურა. მან მთავრობას გაახსენა, რომ ახალხანს შეიტანა საქართველოს მხარდამჭერი აქტი. კინზინგერი წერს, რომ ის “ავტომატური” არაა.