ოთარ კახიძე – “კომპანია დავაფუძნე და იმიტომ არ ვჩანვარ”

ოთარ კახიძე - "კომპანია დავაფუძნე და იმიტომ არ ვჩანვარ"“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ბოლო პერიოდში აღარ ჩანს.

– პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას ჩრდილში ხართ და აპირებთ გააქტიურებას?

– რაც შემეხება მე, ვრჩები ამ პარტიის წევრად და გულშემატკივრად. ყველა დისკუსიაში ვიქნები ჩართული, რომლებიც პარტიის მომავალს ეხება. რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ საქმიანობას, ამისთვის ნაკლები დრო მრჩება, ვინაიდან მე და ჩემმა მეგობარმა დავაფუძნეთ იურიდიული კომპანია, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას, მათ შორის ბიზნესსაზოგადოებას თანამედროვე სერვისებს, იურიდიულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას.

ამას დავუთმობთ უფრო მეტ ყურადღებას. ამიტომ დრო არ მრჩება, რომ პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. ეს განაპირობებს შედარებით ნაკლები დოზით გამოჩენას ტელეეკრანებზე.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა