პოლიციამ გიორგი ბოტკოველი და აქტივისტები დააკავა

პოლიციამ გიორგი ბოტკოველი და აქტივისტები დააკავა“ნაციონალური მოძრაობის” ოფისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნაწილ-ნაწილ ტოვებენ. სპეცრაზმი ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ტაშით და შეძახილებით “მონა”; “გავრილოვი” გააცილეს.

მინიმუმ ათამდე ადამიანი სასწრაფო დახმარებამ უკვე გადაიყვანა, ისინი ამბობენ, რომ ოფისში “წიწაკის” გაზის გაშვების შემდეგ მოიწამლნენ. პოლიცა მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩება, მათ ტერტიორია გადაკეტილი აქვთ, ამიტომ ოფისში დარჩენილი მოქალაქეები გარკვეული დროის მანიძლზე სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი, რომელიც ოფისში იმყოფებოდა, ასევ, “ესებუას მძევალი” გიორგი ბოტკოველი. თანაპარტიელები ასევე ეძებენ გიორგი ბარამიძეს, არაა გამორიცხული, რომ ისიც დაკავებული იყოს.

აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავებულები არიან “სირცხვილიას” წევრებიც.

ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დააკავა ადგილზე პოლიციამ.