რატომ გაუშვა 5 მთავრობა გამოვლილი მაია ცქიტიშვილი სახლში ირაკლი ღარიბაშვილმა

რატომ გაუშვა 5 მთავრობა გამოვლილი მაია ცქიტიშვილი სახლში ირაკლი ღარიბაშვილმაკვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად პირველი ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მოხსნა იქცა.

სულ ცოტა ხნის წინ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ამბავი ასე გამოაცხადა:

“მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე 5 პრემიერ-მინისტრის მთავრობას და მე მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო”.

კორექტულობის ფარგლებიდან არც მაია ცქიტიშვილი გამოსულა.

“ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული, ამით დავასრულო.”

არადა, სულ 2 დღის წინ მაია ცქიტიშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა, სადაც დაწვრილებით ისაუბრა რეგიონების განვითარების შესახებ.

პირველ ვიცე=პრემიერს სიტყვით გამოსვლისას არც დაღლა ეტყობოდა და არც – საოჯახო ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი.

როგორც ჩანს, გიორგი გახარიას გადადგომა გახდა პირველი ვიცე-პრემიერის ოჯახში დაბრუნების მთავარი კატალიზატორი და არა – თავად ქ-ნ მაიას გულწრფელი სურვილი.