სუბარი – “გახარიამ ერთ წამში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, რომ კვესიტაძის და ხუხაშვილის ქება დაემსახურებინა””

სუბარი - "გახარიამ ერთ წამში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, რომ კვესიტაძის და ხუხაშვილის ქება დაემსახურებინა""მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„დღესაც მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო გაუგებარი და ამავდროულად, შეუწყნარებელი გადაწყვეტილება. არ შემიძლია ამის გაგება. ვართ ერთი გუნდი, ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც უმრავლესობაში გვქონდა მსჯელობა ბევრ საკითხზე, მათ შორის ეს საკითხიც იყო, იმდენად ერთსულოვანი ვიყავით გუნდი და განსაკუთრებით რადიკალური, პრინციპული ამ საკითხში, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი, სწორედ გიორგი გახარია იყო. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს პატიმრობის შესახებ, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პოლიტიკური ნაწილი შეიძლება იყოს – რა დროს და რა ფორმით უნდა მოხდეს აყვანა, რომ ზიანი იყოს ნაკლები.

ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ ის იტყოდა, რომ – არა, ბუნებრივია, ასე არ მოხდებოდა და ამ დროს გამოხვიდე ასეთი განცხადებით, გადადგე თანამდებობიდან, არ მესმის, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა.

„ამ პერიოდში, ამ ფორმით წასვლა რა თქმა უნდა, იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც. არ შეიძლება ასეთ რამის გაკეთება გუნდის წევრისა და ლიდერისგან. მგონია, რომ მან ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება,“, – განაცხადა სუბარმა.

პირველი არხი